პროექტის სახელი: "ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვდივართ"
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მრავალი საშიში სენია გავრცელებული ქურდობა, მკვლელობა, ღალატი, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი ნარკომანიას უკავია. მართალია ის უმძიმესი სენია, მაგრამ არა განუკურნებელი, ამიტომ დროა თვალი გავახილოთ, გონება გაგვეხსნას და საჭიროა მეტი ცვლილება, მეტი სინათლე და მეტი ფსიქოლოგიური ციდნა და მხარდაჭერა, რასაც მივაღწევთ ამ პროეტქით.
პროექტის სრული აღწერა:რადგან ადამიანის ფასეულობათა სისტემა ბავშვობიდან ყალიბდება და მანკიერი მხარეები, რომლებიც ახალგაზრდობიდან ჩნდება და ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო საზიანო ხდება საზოგადოებისათვის, ამიტომ ახალ თაობას უნდა დავანახოთ რომ ნარკოტიკები, ნიკოტინი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი რამდენად მიუღებელია ყველასათვის.პროექტის ფარგლებში შესაძლებელია აქცია-მსვლელობების მოწყობა თემაზე "არა-მავნე პრეპარატებს", ფოტო-სესიის ჩატარება, რომელიც ნათლად ასახავს იმ ზიანს, რომლის მოტანაც შეუძლია ნარკოტიკებსა და თამბაქოს,იმის დასამტკიცებლად და საჩვენებლად რომ ჯანსაღი ცხოვრება რამდენად ჯობია იმ წუთიერ სიამოვნებას, რომელსაც ნარკოტიკი და ნიკოტინი თავაზობს მის მომხმარებელს. მოსწავლეები შეისწავლიან და გამოიკვლევენ რისკის ფაქტორებს, ჩაატარებენ გამოკითხვებს თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მოზარდის შეხედულებები რეკლამამ, პრესამ, ტელეგადაცემებმა, გამოიკვლევენ ადამიანზე ზეგავლენის სხვადასხვა ტიპებს, შეაგროვებენ არალეგალური წამლების ჩამონათვალს და დაადგენენ მათ მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოიკვლევენ თამბაქოსა და მისი გამონაბოლქვის ქიმიურ შემადგენლობას. შესაძლებელია სასულიერო პირების ჩართვა პროექტში და მათთან თანამშრომლობა.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-16წ/8-11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა:პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2008/2009 სასწავლო წლის განმავლობაში / 4-5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მოძიება, დაკვირვებების ჩატარება, დისკუსიების გამართვა, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის შეგროვება, მოძიებული მასალების ანალიზი, პრეზენტაცია, ელ-ვერსიის შედგენა, ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარება,
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, ცხრილების, დიაგრამების შედგენის, ორიენტაციის უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
სარგებელი სხვებისათვის:პროექტის შედეგები პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისათვის, მათი მშობლებისათვის და საზოგადოებისათვის. თინეიჯერები, რომლებიც ცხოვრობენ არაჯანსაღი წესით ჩავაფიქროთ იმ ფაქტზე, რომ ცხოვრების ასეთი წესის გარდა არსებობს სხვა სამყაროც. პროექტი დაეხმარება საზოგადოებას მიიღოს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სავალალო შედეგია მოსალოდნელი ცხოვრების აღნიშნული წესის არჩევის დროს და რომ უკიდურეს შემთხვევაში მისი ბოლო პიროვნების ფიზიკური განადგურებაა.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
განუვითარებს მოზარდებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, დაამკვიდრებს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჩამოუყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და დაეხმარება მათოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მოსწავლე გაეცნობა მეცნიერთა მიღწევებს და მათ კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დაეხმარება მათ განსაზღვრონ საკუთარი ადგილი ბუნებრივ გარემოში, შეისწავლიან და გამოიკვლევენ სხვადასხვა პრეპარატების ქიმიურ შემადგენლობას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, აგრეთვე დაკვირვებებს აწარმოებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გაიმდიდრებენ ცოდნას შინაგან ორგანოების დანიშნულებაზე და ნათლად დაინახავენ იმ ზიანს რაც შეიძლება დაემუქროს ადამიანს არაჯანსაღი ცხოვრებისას.
მათემატიკა: მოსწავლეს განუვითარდება კვლევის ჩვევა, ასევე ანალიტიკური, ლოგიკური და სიმბოლური აზროვნების უნარი, დაეუფლება ინფორმაციის წარმოდგენის სხვადასხვა ფორმებსა და მეთოდებს, კომპლექსურ (რთულ) ამოცანებს დაყოფს მარტივ საფეხურებად, განავრცობს რიცხვების ჩაწერის ხერხებს, ააგებს დიაგრამეს, ცხრილებს, მიღებულ ცოდნას გამოიყენებს ცხოვრებისეული პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას და დარწმუნდება მათემატიკის მჭიდრო კავშირში ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ისტ გამოყენება: მოსწავლე შეძლებს არამარტო ინფორმაციის მოპოვებას, არამედ მის შეფასებას და თვალსაჩინოდ წარმოდგენას, იმუშავებს სხვადასხვა პროგრამებში, გამოიყენებს პროექტორს პრეზენტაციებისას, ფოტო და ვიდეო აპარატურას.
რელიგია: აღნიშნული პრობლემებისგან ძალიან ძნელია მარტო თავის დაღწევა, ამიტომ ჩართული უნდა იყოს როგორც სკოლა და ოჯახი ასევე ეკლესიაც, იქ მიმდინარე პროცესები - აღსარება, ზიარება, შენდობა, პატიება.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა კენჭოშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nkencho@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea779f5
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://stopandlive.blogspot.com/
12 нояб. 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)